მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა სერგი კაპანაძეს: ეს არის თქვენი ფანტაზიის ნაყოფი

5cfa4031d71da
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.19 14:44
818
ეს არის თქვენი ფანტაზიის ნაყოფი, განაწყენებული ბრძანდებით იმის გამო, რომ იქ(ჭიათურაში) ყველაფერი ესოდენ კარგად დასრულდა,- ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დეპუტატ სერგი კაპანაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის პარლამენტარების შეკითხვებს პასუხობს.

დეპუტატის შეკითხვა ბოლო პერიოდში ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს და მუშების გაფიცვასაც ეხებოდა.

სერგი კაპანაძის თქმით, ჭიათურაში არსებობს შუამავალი კომპანია “ემელ ლოჯისტიკი”, რომელიც მადანს იბარებს და შემდეგ აწვდის “ჯორჯიან მანგანეზს” ორმაგ ფასში.

“ამ მადანს იბარებს 75 დოლარად და ყიდის 150-200 დოლარად. ამ კომპანიის მენეჯმენტი არის აფილირებული “რიჟასთან””,- აცხადებს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, არსებობს “კვაზიკორუფციული სქემა” მთავრობის ჩართულობით, რომლის მეშვეობითაც მთავრობა “ჯორჯიან მანგანეზს” “ფულს პარსავს”, ხოლო მანგანეზს ნაკლები თანხა რჩება და ცდილობს სხვა კუთხით დაზოგოს ფული, რაც მუშებზეც აისახება. სერგი კაპანაძე დაინტერესდა, ხომ არ არის ეს სქემა დაკავშირებული ჭიათურაში ბოლო პერიოდში მუშების გაფიცვასთან და ხომ არ არის ეს “კვაზიკორუფციული” სქემა კავშირში იმასთან, რომ მანგანეზს დამატებითი თანხები არ გააჩნია.

“საკმაოდ აბსურდული სურათი დასახეთ. ანუ თქვენი ლოგიკით, ყოველთვის, როცა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შეიქმნება პრობლემა და სახელმწიფო ჩაერევა როგორც მედიატორი, აქ არის რაიმე პოლიტიკული ინტერესი?

ის, რომ ეს კონკრეტული ფაქტი დამთავრდა ისე, რომ არ იყო არცერთი პოლიტიკოსი ჩართული და იმ ადამიანებმა არ გაიკარეს გვერდით არცერთი პოლიტიკოსი და არც რაიმე სხვა იაფფასიანი, პოპულისტური პოლიტიკური ძალა, იწვევს უკმაყოფილებას. ამითია მოტივირებული ეს აბსურდუილ ბრალდებები”,- აცხადებს ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები