„უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკას ელექტროფიცირებისთვის ვაკეთებთ არსებული მიკროჰესის რეაბილიტაციას დაასევე, გაისად, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი დააპროექტებს და დააფინანსებს ახალი მიკროჰესის მშენებლობას",- ამის შესახებ ნათია თურნავა, ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა. ეკონომიკის მინისტრი ხეობაში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად იმყოფებოდა.
„სოფელ როშკაში და ამ ხეობის სხვა მიმდებარე სოფლებში იქნება ახალი გზა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს,იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი. „აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება გააფართოვოს და დაამატოს ახალი საოჯახო სასტუმროები, ასევე მოიპოვონ დაფინანსება სოფლის მეურნეობის პროგრამებისდახმარებით. მათ ასევე ექნებათ საიმედო ელექტრომომარაგება ახალი მიკროჰესების მშენებლობის შედეგად" - აღნიშნა ნათიათურნავამ სოფელ როშკაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის შეფასებით, მთლიანობაში, ეს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის იმ კუთხეს, რომელზეც ისედაცსაკმაოდ მაღალი ინტერესია. „რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევის შედეგად ხეობა მეტად განვითარდება, მეტი სამუშაო ადგილიშეიქმნება და გაჩნდება მეტი დოვლათი და შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების მინისტრმა.

























