მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: წელს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზირებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

61b70d03b125b
BM.GE
13.12.21 13:03
566
"გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას.

2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3,822.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ამავდროულად ის 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა და 12,828.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.4$-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

„ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები