წელსაც ყველაფერი გაკეთდება შეძლებისდაგვარად, რომ ენგურჰესის მეშვეობით ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს დავეხმაროთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„ენგურჰესის მეშვეობით, რომელიც ემსახურება სრულიად, ერთიან საქართველოს, ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. წელსაც ყველაფერი გაკეთდება შეძლებისდაგვარად არსებული ჰიდროლოგიური და წყლის მარაგის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპი შესრულდეს“, - აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის: 2021 წლის გაზაფხულზე ენგურჰესი, მისი გვირაბის რეაბილიტაციის გამო, სავარაუდოდ, 3 თვით გაჩერდება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება რამდენიმე წელია იგეგმება.