მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავამ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

5d29e10f58078
თელარა გელანტია
13.07.19 17:46
1092
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს, ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

აღნიშნული მარკეტის ორგანიზატორია სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში".

მინისტრთან ერთდ იმყოფებოდა სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

სამეწარმეო მარკეტში რამდენიმე ათეული მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. სამდღიან მარკეტზე მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

მათ დახლებზე ბათუმელებსა და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ტყავის ნაწარმი, საიუველირო ნაკეთობები და ბიჟუტერია, აგრეთვე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები