მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ შაჰდენიზის და TANAP-ის პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა

5e0511d785892
BM.GE
27.12.19 00:30
967
„ისეთი დიდი და სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა შაჰდენიზის მეორე ფაზა და TANAP-ის პროექტი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის საუკუნის რეგიონალური პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ზრდის და გეოპოლიტიკური მდებარეობის კაპიტალიზაციას ახდენს, არამედ იმიტომ, რომ ეს პროექტი თითოეული მოსახლის ჯიბეზე აისახება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, თუ დღეს ეს გაზსადენი 6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს ატარებს, მისი გაფართოების მეშვეობით, გაზის მოცულობა თითქმის ოთხმაგდება.

„შესაბამისად, ის ქვოტა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი კუთვნილი სატრანზიტო გაზით და დერეფნის ფუნქციის შესრულებით, რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში გაიზრდება და ეს არის შეღავათიანი გაზი. სწორედ ამ პერსპექტივით მივუდგებით სატარიფო პოლიტიკას და იცით, რომ სემეკ-მა იმსჯელა და ცალკე განიხილა თბილისის გაზმომარაგების ტარიფები. ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ უახლოესი სამი წელი ეს ტარიფი არ გაიზრდება და როგორც ვნახეთ, სიმბოლური კლებაც კი იყო. ამ დღეებში სემეკი განხილავს დანარჩენი საქართველოს ტარიფებს და მაქვს დიდი იმედი, რომ გაზის ტარიფები არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ გაზიფიკაციას ვატარებთ და მთელი საქართველოს 85% იქნება გაზიფიცირებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები