მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა

ნათია თურნავა
BM. GE
27.10.23 17:13
65
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა.

სებ-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი გლობალური კრიპტოეკოსისტემის Binance-ის რეგიონალური ბაზრების ხელმძღვანელ რიჩარდ ტენგთან B2B შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს განვითარებადი ფინტექ გარემოთი. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფინტექ კომპანიების როლს საქართველოს ბაზრის განვითარებასა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე.

Elevandi-ის აღმასრულებელ დირექტორთან პატ პატელთან აუდიენციაზე კი მხარეებმა ფინტექის როლის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ციფრულ ეკონომიკაში საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის მონეტარული უწყების მიერ დაფუძნებული კომპანია Elevandi, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი და ორგანიზატორია. ფესტივალი 15-17 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორ ქართულ კომერციულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთადაა მიწვეული. სპეციალურად გამოყოფილ პავილიონში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მიღწევები.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები