ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის რანგში პირველად ისაუბრა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ის საქართველოს პრემიერმინისტრმა წარადგინა.
„გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები“,- აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისთვის გამოცხადებული მაღალი ნდობა გაამართლოს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოგა ქობულიას იმ ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა. ძალიან დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს ის სამინისტროა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო“,- განაცახადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის პოსტი მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ დაიკავა.

























