მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია ვაჭარაძე: პანდემიის მიუხედავად, ბიზნესმა თიბისის დაჯილდოებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა

5fa4db921cc3c
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 22:48
1111
თიბისის ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება, საქართველოში ბიზნესების პოპულარიზაციის, ბიზნეს სოციუმის განვითარების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნებს ემსახურება. ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მეხუთე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიების წარმატების ისტორიებს აცნობს.

თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ “საქმიან დილაში” ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბიზნესი მზად არის დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღოს.

“წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე 400 მონაწილე გვყავს. ეს ძალიან გვიხარია იმიტომ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბიზნესებმა მზადყოფნა გამოხატეს და დაჯილდოებაში მონაწილეობის საჭიროება დაინახეს. ამჟამად განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და უკვე ფინალისტების გამოვლენის ნაწილზე გადავდივართ. დეკემბრის ბოლოს ფინალისტებს გამოვავლენთ, რაც შეეხება გადანაწილებას, წელსაც ყველაზე პოპულარული, საუკეთესო ქართული პროდუქტია.

წინა წლებისგან განსხვავებით კარგი ტენდენცია შეინიშნება, რომ სხვა ნომინაციებში აქტიურობა უფრო გაიზარდა. მაგალითად: საუკეთესო ინოვაციები, საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ.
ჯამში 5 ფინალისტი გვეყოლება. რაც შეეხება ჯილდოებს გამარჯვებულებს 3 ჯილდოდან ასარჩევი ექნებათ შემდეგი: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ გვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა”, - აღნიშნა ნათია ვაჭარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები