მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

National Geographic – საქართველო 11 წლისაა

ფფ
BM. GE
11.11.23 15:15
117

National Geographic – საქართველო 11 წლისაა. შემეცნებითი ჟურნალის ქართული რედაქცია კომპანია სილქნეტის თანადგომით 2012 წელს დაარსდა.

პოპულარულ ენაზე მოთხრობილი სამეცნიერო პუბლიკაციები, რომელიც აკადემიურ ცოდნას, უახლეს
კვლევებს, ახალ აღმოჩენებს ეყრდნობა და უნიკალური ფოტომასალით არის გამდიდრებული, ათეულ წელზე მეტია მშობლიურ ენაზე არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნია, რომ ჟურნალის ქართული რედაქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მასალების შექმნას და ცდილობს, მრავალფეროვანი თემატიკა შესთავაზოს მკითხველს.

„უკვე 11 წელიწადია, რაც საქართველოში ჟურნალი National Geographic გამოდის. ეს არის მეცნიერების და ფოტოგრაფიის პლატფორმა. ეს არის ჟურნალი ძალიან სერიოზული პუბლიკაციებით, რომელიც სამეცნიერო კვლევაზე არის დაფუძნებული და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომს ხდის განათლებას და მაღალი კლასის ჟურნალისტიკას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ეს ჟურნალი სილქნეტის მხარდაჭერით არსებობს“ - აღნიშნა National Geographic – საქართველოს დამფუძნებელმა, კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, ესწრებოდნენ რედაქციის დამფუძნებლები და სამეცნიერო საბჭოს წევრები, ფოტოგრაფები, ავტორები და ჟურნალის ერთგული მკითხველები.

„ძალიან ხშირად, კითხვაზე რატომ აირჩიეთ პროფესიად მეცნიერება, ცნობილი მკვლევრები, მეცნიერები პასუხობენ, რომ დაიწყეს ჟურნალ National Geographic-ის კითხვა. ვუსურვებ ახალ თაობას იკითხოს ეს უნიკალური ჟურნალი და გაიგოს მეტი სამყაროს შესახებ “ - განაცხადა ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრმა, მეცნიერმა დავით ლორთქიფანიძემ.

ღონისძიებაზე საიუბილეო ნომრის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელშიც დიდი ადგილი ქართული რედაქციის მიერ შექმნილ მასალებს უკავია.

კომპანია სილქნეტი ჟურნალის რედაქციასთან ერთად, არაერთ შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. იმართება სალექციო შეხვედრები მკითხველთან, შექმნილია ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების პოდკასტების სერია, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ. შეხვედრებისა და პოდკასტების ჩანაწერების გაცნობა სრულიად უფასოდ, შესაძლებელია SilkTV ვიდეოთეკის განყოფილებაში, საიტზე SilkTV.ge ან აპლიკაცია SilkGo-ს მეშვეობით.

ჟურნალი გამოდის თვეში ერთხელ. მასალებს მკითხველი ადევნებს თვალს საიტზეც nationalgeographic.ge.

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სტუდენტებზე და სილქნეტის მომხმარებლებზე მოქმედებს ფასდაკლება. დაინტერესებული მკითხველი, გამოცემის ახალი ნომრის სპეციალურ ფასად შეძენას, მალე სილქნეტის მომსახურების ცენტრებში შეძლებს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები