მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, BAYER-ის ფუნგიციდი ნატივო სისტემური მოქმედების პრეპარატია და დამცველობითი ფუნქციის გარდა, აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი. ის გამოიყენება ფართო სპექტრის სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, იცავს მცენარეს ნაცრისგან, სიდამპლეებისგან, ქეცისა და ალტერნარიოზისგან. ამასთანავე, აუმჯობესებს მცენარის ხარისხს და უზრუნველყოფს ჯანსაღ მოსავალს.
პრეპარატი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას – ტრიფლოქსისტრობინსა და ტებუკონაზოლს, რომლებიც მოქმედების განსხვავებული მექანიზმით გამოირჩევა და გამორიცხავს რეზისტენტობას პათოგენების მიმართ. ამასთანავე აქვს უნარი, შეაჩეროს დაავადებები სხვადასხვა სტადიაზე, მათ შორის, ეფექტურად ებრძვის მათ ყველაზე რთულ ფორმებსაც კი.
რისთვის და როგორ გამოვიყენოთ ნატივო?
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში. მაგალითად, ის იცავს ვაზს ნაცრისა და სიდამპლეებისგან, ვაშლს – ქეცისა და ნაცრისგან, ხოლო კარტოფილსა და პომიდორს – ალტერნარიოზისგან. ის, ასევე, გამოიყენება სტაფილოს, თხილის, ატმისა და კომბოსტოს კულტურებში.
სასურველია, ერთ სეზონზე მცენარე პრეპარატით მხოლოდ ორჯერ დამუშავდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ არის რეკომენდებული ნატივოს გამოყენება სპილენძისა და გოგირდის შემცველ პრეპარატებთან ერთად. სხვა ნივთიერებებთან მოხმარებამდე კი აუცილებელია მათი შემოწმება ფიზიკო-ქიმიურ თავსებადობაზე.
მოხმარების დეტალური ინსტრუქციისთვის ან პრეპარატზე მეტის გასაგებად, მიმართეთ „აგროსფეროს“ კონსულტანტებს. მის შესაძენად კი ეწვიეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს ან მის ოფიციალურ ვებ-გვერდს.