პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია.
"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. მისივე თქმით, „იბერია“ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეკომპანიაა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრულ აბსურდს“ უწოდებს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამორიცხულია, მათი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად.

























