მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NATO-ს საზღვაო სარდლობის მეთაური: "ანაკლიის პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას"

5c78e9d613e18
BM.GE
28.02.19 12:12
1340
NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფროსი საზღვაო მრჩევლის, სერ კლაივ ჯონსთოუნის შეფასებით, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის - ანაკლიის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც კლაივ ჯონსთოუნმა "აქცენტთან" საუბრისას აღნიშნა, ზოგადად, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ”ბრწყინვალეა, რომ საქართველო ინვესტიციას დებს ასეთ პროექტში”.

“ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე, ამბიციური ხედვაა. პორტმა შესაძლოა, ქვეყანას მოუტანოს ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილურობა, რაც მის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს, ხოლო ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, კარგია” - აღნიშნა მან.

წყარო: Accent

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები