მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს წევრებმა $50-მილიარდიანი სამხედრო შეთანხმებები გააფორმეს

32 წევრი

ანკარაში გამართულ სამიტზე NATO-ს ლიდერებმა $50 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების შეთანხმებები გააფორმეს. როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი მიზნად ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს და ის ხელს შეუწყობს დონალდ ტრამპის კრიტიკის ფონზე მოკავშირეების ერთიანობის წარმოჩენას.

დადებული გარიგებები ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის სამხედრო სამრეწველო კომპანიებს, Northrop Grumman-სა და Saab-ს შეეხება. ამერიკული ინდუსტრიული კონცერნი სათვალთვალო დრონებს, ხოლო ალიანსმა შვედური კომპანია სამხედრო თვითმფრინავებს დაამზადებს.

პარალელურად, $50-მილიარდიანი ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა 9 სახელმწიფოს მონაწილეობით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შექმნას. ამ მხრივ გამოყოფილი თანხების მოცულობობა არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ პროექტი 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები