მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას MAP-ის ვალდებულება მოეხსნას - კულება

64abdf6e87c43
მარიამ ვარადაშვილი
10.07.23 14:34
744
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს, რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესში უკრაინისთვის MAP-ის მიღების ვალდებულება გაუქმდება.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა [Membership Action Plan - MAP] 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შეიმუშავეს, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება. ის არის დროში გაწერილი რეფორმების გეგმა, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება.

“ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესში NATO-ს წევრები კონსენსუსამდე მივიდნენ, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესში MAP-ის ვალდებულება მოიხსნება. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანების გზას შეგვიმოკლებს. ამასთან, ეს საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს NATO-ში უკრაინის წევრად მიწვევის საკითხს”, - წერს კულება.

ალიანსის სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს ჩატარდება. მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები