მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

ირაკლი ბერაია

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა.

წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა”,- წერს უწყება.

შეგახსენებთ, 2024 წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ ერთადერთი ცვლილება მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფი ჯუანშერ ბურჭულაძის ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლება იყო. მაშინ ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, "შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მადლობას ვუხდი. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები