"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. "არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება" - ისმის გიორგი ბარამიძის ხმა ვიდეომასალაში.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გენერალურ პროკურატურაში 19:00 საათზე, გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
























