"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, “ოცნების ტიტუშკები” "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ.
თავად დაშავებულის განცხადებით, თავდამსხმელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და აწყობდნენ პროვოკაციებს.
"მას შემდეგ კი, რაც მარიამ დოლიძემ კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს.
''ქართული ოცნება'' მარცხდება! ძალადობის ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული!მოდი არჩევნებზე და დაასრულე ძალადობა!", - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.