მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნატურალური წვენების ექსპორტი გაიზარდა მიზეზები & პერსპექტივა;

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ნატურული წვენების ექსპორტიდან 6 მლნ 115 ათას 560 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 38%-იანი ზრდაა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 4 მილიონ 434 ათასი დოლარის წვენების გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ორ თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 3,324 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხოლო 2024 წლის ორ თვეში 2,938 ტონა იყო. TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების ნატურალური წვენები გაიტანა ექსპორტზე: გერმანია - 4.2 მლნ დოლარი; აშშ - 709 ათასი დოლარი; ისრაელი - 216 ათასი დოლარი; ავსტრალია - 176.7 ათასი დოლარი; საბერძნეთი - 172.6 ათასი დოლარი; რაც შეეხება 2024 წლის ჯამურ საექსპორტო მაჩვენებელს, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 21 მილიონ 709 ათასი დოლარის ღირებულების წვენები გაიტანა ექსპორტზე.

სტუმრები:

გიორგი გუდაბანიძე - “მაისის” კომერციული დირექტორი;

სოსო მანჯავიძე - "ქართული აგროპროდუქტის" მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები