ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტი მზარდია. 2023 წლის პირველ რვა თვეში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან 33%-ით მეტი ღირებულების ნატურალური წვენი გავიდა. მზარდ ექსპორტს ადასტურებენ კომპანიების წარმომადგენლებიც. ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანიებმა წელს ახალი საექსპორტო ბაზრებიც დაიმატეს. რომელი მიმართულებით იზრდება ექსპორტი და როგორია კომპანიების შედეგები?