მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნატურალური წვენების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი იზრდება - სად ვყიდით?

საქართველოში წელს, 3 თვეში ნატურალური წვენების ექსპორტი მცირედით შემცირდა, ხოლო შემოსავალი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მზარდია.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველომ 2025 წლის პირველ 3 თვეში 4,812 ტონა ნატურალური წვენი გაყიდა, საიდანაც $8,7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $7,7 მლნ-ის 4,864 ტონა ნატურალური წვენი ჰქონდა გაყიდული. წელს ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი გერმანიაა. ამ ბაზარზე 3 თვეში $5,2 მლნ-ის ღირებულების 2,366 ტონა ნატურალური წვენი გავყიდეთ. აღსანიშნავია, რომ მთლიან ნატურალური წვენების ექსპორტში გერმანიის ბაზარი 49.1%-ს შეადგენს.

საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი საანგარიშო პერიოდში ასეთია: გერმანია - $5,2 მლნ, 2,366 ტონა; აშშ - $1,2 მლნ, 881 ტონა; ისრაელი - $338 ათასი, 286 ტონა; აზერბაიჯანი - $176 ათასი, 215 ტონა; ავსტრალია - $ 235 ათასი, 189 ტონა; საბერძნეთი - $231 ათასი, 181 ტონა; არაბთა გაერთიანებული საამიროები - $229 ათასი, 126 ტონა; იაპონია - $461 ათასი, 125 ტონა; სომხეთი - $105 ათასი, 114 ტონა; რუსეთი - $85 ათასი, 71 ტონა. აქვე საგულისხმოა, რომ რუსეთი, გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში მე-4 ადგილს იკავებდა, თუმცა წელს სურათი შეცვლილია და ამ ბაზარმა მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

სტუმარი: სოსო მანჯავიძე - "ქართული აგროპროდუქტის" მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები