რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელის დარღვევა ედება.
ცნობისთვის, ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე, გასულ თვეს დააკავეს. ის გერმანიაში მას შემდეგ მკურნალობდა, რაც მას გასული წლის აგვისტოში, რუსეთში თავს დაესხნენ და „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
ნავალნის მხარდასაჭერად რუსეთის არაერთ ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
სასამართლოს სხდომაზე ნავალნიმ ვლადიმერ პუტინს „მომწამვლელი“ უწოდა და თავდასხმაში დაადანაშაულა.