მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავენახევის მღვიმე გაიხსნა

5bfd376e16c86
BM.GE
27.11.18 16:23
2112
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანზიებით, თერჯოლაში, ნავენახევის მღვიმე, ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით გაიხსნა.

ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.

„რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსებას და ეკოტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ვინაიდან ეკოტურიზმის განვითარებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები