მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავსადგურებში გადამუშავებულმა ტვირთმა 4.3 მლნ ტონას გადააჭარბა, მგზავრთა ნაკადი 2.1-ჯერ გაიზარდა

პორტები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების მუშაობა გააქტიურდა, რაც გადამუშავებული ტვირთისა და მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით გამოიხატა.

2025 წლის III კვარტალში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა სულ 4 მილიონ 293 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4 % მეტია. გადამუშავებული ტვირთის მოცულობა (I-III კვარტალების ჯამი) 2024 წლის მაჩვენებელზე მცირედით მეტია.

ტვირთის სტრუქტურა III კვარტალში:

  • გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი შეადგენდა გადამუშავებული მოცულობის 43.7%-ს;
  • თხევადი ტვირთი – 34.5 %-ს;
  • ნაყარი ტვირთი – 21.8 %-ს.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში 446 გემი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ III კვარტალში, 2024 წლის III კვარტალთან შედარებით, ნავსადგურებმა 54.6 %-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი და 30%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღეს. ამავდროულად, 39.4%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი და 7%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი შემოვიდა.

III კვარტალში შემოსული გემების თითქმის მეხუთედი, 17.9% პანამის დროშის ქვეშ ცურავდა, ხოლო 14.6% თურქეთის დროშის.

რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლებს:

2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრ მოემსახურა. ეს მაჩვენებელი 2.1-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის (2.0 ათასი მგზავრი) მაჩვენებელზე.

მგზავრთა საერთო ნაკადში შემოსული მგზავრების წილი 50.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები