მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნავსადგურებში მაღალი მოსაკრებლები ტვირთების მოზიდვას აფერხებს"

5b309c1528b04
მაია ბიწაძე
25.06.18 11:37
807
საქართველოს ნავსადგურებში საბორნე გემებისათვის მაღალი სანავსადგურე მოსაკრებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას ამცირებს - ამის შესახებ Bm.ge-ს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა, HUB Georgias-ს ექსპერტმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, დღეს უკრაინა - საქართველოს საბორნე მიმართულებაზე, რეგულარულ გადაზიდვებს "ჩერნომორსკი“, ფოთი/ბათუმის მიმართულებით უკრაინული კომპანია "უკრფერი“ ახორციელებს, რომელიც სამი საბორნე გემით ოპერირებს.

"აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურში უკრაინული საბორნე გემისთვის დაწესებული ყოველი გემთშემოსვლის ღირებულება (სანავსადგურე მოსაკრებელი) შეადგენს 20 500 აშშ დოლარს, ბათუმის ნავსადგურში 19 500 აშშ დოლარს, ჩერნომორსკის ნავსადგურში 14 500 აშშ დოლარს, ანალოგიური გადასახადი იმავე გემებისათვის ბალტიის ზღვაზე, თუნდაც კლაიპედის ნავსადგურში შესვლისას, ფოთთან შედარებით 6.3-ჯერ იაფია და 3 250 აშშ დოლარს შეადგენს.

ბალტიის ზღვაზე საბორნე გემებისთვის, დაწესებულია მოქნილი სატარიფო სისტემა, კერძოდ წელიწადში 50 და მეტი გემთშემოსვლის პირობებში, კომპანიას ეძლევა დამატებითი სატარიფო შეღავათები. ასეთი მოქნილი სატარიფო პოლიტიკა არ გამოიყენება საქართველოს ნავსადგურებში, რაც მაღალ ტარიფებთან ერთად, დამატებითი ტვირთების მოზიდვის ერთ-ერთ შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად, რუსეთმა ცალმხრივად შეზღუდა, რუსეთის რკინიგზის გამოყენებით, უკრაინიდან ცენტრალურ აზიაში ტვირთების გადაზიდვები, რამაც უკრაინული ტვირთები საქართველოს სატრანსპორტო დერეფნში ავტომატიურად გადმორთო. ამან ბოლო წლებში საბორნე გადაზიდვები 2- 2.5 ჯერ გაზარდა.

"ტვირთნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, აუცილებელია შემუშავდეს საქართველოს ნავსადგურებში საბორნე გემებისათვის მოსაკრებელების მოქნილი სისტემა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას", - აცხადებენ "სატრანსპორტო დრეფნის კვლევის ცენტრში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები