საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისები გაციფრულდება - ამას „საზღვაო კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის განხილვებიც პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაიწყო.
პროექტის მიხედვით, საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისები ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში გაერთიანდება. კანონპროექტის ინიციატორი უწყების განმარტებით, აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს გემის შესვლასთან და გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ჩაანაცვლებს ქაღალდებზე დაფუძნებულ ბიზნესპროცესებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილმა bm.ge-სთან განმარტა, რომ გემის ნავსადგურში შემოსვლამდე დოკუმენტების მრავალჯერადად წარდგენა იწვევს გემის დაყოვნებას, წარმოდგენილი ცვლილებები კი მნიშვნელოვნად შეამცირებს საჭირო პროცედურების ხანგრძლივობას.
ნავსადგურებში მიმდინარე პროცესების სრულად ჩანაცვლება ციფრული სახით სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან მოხდება. რა იცვლება კერძო სექტორისთვის?
სტუმარი: ვახტანგ ალანია - „სოფმარის“ დირექტორი;