სამშაბათის ვაჭრობის შემდეგ ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ისევ დაეცა.
ამ დროის მონაცემებით, Bloomberg -ის ბაზაში Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე (159 ლიტრი) 57,49 ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული დღის ვაჭრობაზე 1,17 დოლარით ნაკლებია.
რაც შეეხება West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასმა $1,88-ით დაიკლო და ბარელზე $53,22-ით განისაზღვრა.
როგორც ბაზრის დამკვირვებლები განმარტავენ, ნავთობზე ფასების ვარდნა აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტს უკავშირდება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბული ურთიერთობა ფასებზე მომავალშიც აისახება.

























