ნავთობის ფასმა კვლავ მოიმატა. ლონდონის სანავთობო ბირჟაზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარია, ხოლო WTI-ის ფასი კი 49 დოლარია.
აგვისტოში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაიზარდა ჩინეთიდან, ასევე ერაყმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ექსპორტის 5%-ით გაზრდას გეგმავს.
ამერიკაში კი გასული კვირის განმავლობაში ნედლი ნავთობის მარაგები 2,5 მილიონი ბარელით შემცირდა და 521,1 მილიონი ბარელი შეადგინა.

























