მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნავთობიმპორტიორთა კავშირი": "საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან"

5d330b235734b
BM.GE
20.07.19 16:33
1630
საწვავის კომპანიებიც მიმდინარე ეტაპზე, რიგ შემთხვევებში ზარალზეც გადიან,- აღნიშნული განცხადება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე” ვანო მთვრალაშვილმა “რუსთავი 2”-თან გააკეთა.

„დღეს ლარი გაუფასურებულია დოლართან მიმართებაში და ეს გაუფასურება ისტორიულ მაჩვენებელზეა. ეს არის უმთავრესი ფაქტორი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისტორიულად ყველაზე მაღალი, მთლიანობაში 8-12 თეთრით არის გაძვირებული. სამომავლო პერსპექტივა არის საკმაოდ ბუნდოვანი. გაზრდილი ფასი პირდაპირ დაკავშირებულია საწვავის გაყიდვების შემცირებასთან. საწვავის კომპანიებიც მიმდინარე ეტაპზე, რიგ შემთხვევებში ზარალზეც გადიან. საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანიები რაღაც მოგებას ნახულობენ არ არის მართალი.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები