რაც შეეხება ლონდონს, გასაკვირი არაა, რომ ტენდენცია აქაც მეორდება. 28 მარტის მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ფასი 67 დოლარი და 82 ცენტი იყო, ახლა კი, 71 დოლარი და 55 ცენტია.
რაც შეეხება ფასზე მოქმედ ფაქტორებს, როგორც Business Day წერს, ამის მიზეზი ვენესუელას, ლიბიის და ირანის კოორდინირებული შეთანხმებაა OPEC-ის სხვა წევრებთან ერთად, ნავთობის მიწოდების შემცირებაზე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეორე კვარტალში ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან OPEC დიდი ალბათობით კვლავ ეცდება ზემოქმედება მოახდინოს ბაზარზე და მიწოდება შეამციროს, თუ გავითვალისწინებთ ნავთობის მიმწოდებელ ქვეყნებში პოლიტიკური დესტაბილიზაციის ფაქტორებს, ცხადია, რისკები კიდევ უფრო იზრდება.
oilnews-ის ინფორმაციით, საქართველოში, დაახლოებით, მე-5 კვირაა ბენზინის ფასები არ იცვლება. როგორც ჩანს, ნავთობკომპანიები, ჯერჯერობით, ინარჩუნებენ ღირებულებას, თუმცა გამორიცხული არაა, რომ უახლოეს მომავალში ფასები გაიზარდოს. ამჟამად ყველაზე იაფი ამ 5 კომპანიიდან „ლუკოილის“ ბენზინია. პრემიუმის შეძენა 2 ლარად და 32 თეთრად შეგიძლიათ, რეგულარის კი - 2 ლარად და 22 თეთრად. დანარჩენი წამყვანი ნავთობკომპანიების ფასი კი, სრულად გრაფიკზეა მოცემული.

























