მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის და გაზის კორპორაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე სისაური გახდა

ეკატერინე სისაური

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ეკატერინე სისაური დაინიშნა. საჯარო რეესტრში ცვლილებები 16 ივლისს აისახა, ანუ მეორე დღესვე, როცა გიორგი ჩიქოვანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე ინფორმაცია გავრცელდა.

საქმე ისაა, რომ 15 ივლისს, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩიქოვანმა "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა.

რაც შეეხება სისაურს, ის მანამდე კორპორაციაში ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2015-2018 წლებში კი, ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამჟამად, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთა საბჭოში შედიან:

  • შალვა კიკნაველიძე;
  • ეკატერინე სისაური;
  • ნიკოლოზ ფიცხელაური;

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია არის დივერსიფიცირებული კომპანია ბიზნეს საქმიანობით ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში. კორპორაცია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელია, რომლის ფუნქციაც არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები