მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ მერყეობს. გასულ კვირას ნავთობის ფასის მოულოდნელი, რეკორდული ზრდის შემდეგ ხუთშაბათის მონაცემებით ისევ კლება დაფიქსირდა.
Bloomberg-ის ბაზაში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $66,03 დოლარი შეადგინა, რაც გუშინდელ მონაცემებზე, დაახლოებით, 46 ცენტით ნაკლებია.
რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასი 37 ცენტით დაეცა და ბარელზე 59,01 აშშ დოლარი დაფიქსირდა.
ფასების მერყეობის მიზეზდ ანალიტიკოსები ბაზარზე არასტაბილურ განწყობას ასახელებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკური დავა ფასების კიდევ უფრო დაცემას გამოიწვევს.

























