მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასები რეკორდულ ვარდნაშია

5cf8c391bd064
მიხეილ ხაჩიძე
06.06.19 11:52
4141
ნავთობის ფასი უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში რეკორდულად არის შემცირებული. 

გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $59,5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა დღის მონაცემებზე, თითქმის ერთი დოლარით ნაკლები იყო, თუმცა დღის ბოლოსთვის ვაჭრობა $60 დაიხურა. 


რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასი მოულოდნელად, 4.5%-ით შემცირდა და ბარელზე 52 დოლარი დაფიქსირდა. 

ანალიტიკოსები ნავთობზე ფასების რადიკალურ ვარდნას ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკურ დავას უკავშირებენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აშშ-ში 1990 წლის შემდეგ ნავთობმარაგების მოცულობა მაქსიმუმს პირველად გაუტოლდა.

ნავთობკომპანიებმა ნედლეულის მოპოვების რეკორდი მოხსნეს. მათ 24 საათში 1,24 ბარელი ნავთობი მოიპოვეს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები