მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასები შემცირდა

5b697d02d5544
BM.GE
07.08.18 15:00
2359
პარასკევს, ნედლი ნავთობის ფასები შემცირდა. ამავდროულად, ბაზარზე არსებული მონაცემების მიხედვით, ა.შ.შ-ში საბურღი დანადგარების მოცულობამაც იკლო.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (WTI)-ს ტიპის ნედლი ნავთობის სექტემბრის ფიუტჩერსების ფასები 47 ცენტით შემცირდა და ბარელი ნავთობის ფასი 68.49$-ით განისაზღვრა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული Brent-ის ტიპის 1 ბარელი ნავთობის ფასი 0.27% -ით შემცირდა და ბარელზე 73.22$ ა.შ.შ დოლარი შეადგინა.
ნავთობის სერვისული კომპანია Baker Hughes-ის მონაცემების მიხედვით, ა.შ.შ-ში გასული კვირის პარასკევს საბურღი დანადგარების მოცულობა 2 ერთეულით შემცირდა და 861 ერთეულით განისაზღვრა, შესაბამისად ნავთობის მოპოვებამაც მოიკლო და დღიურად 10.9 მილიონი ბარელი შეადგინა.

ნავთობის ფასის შემცირება ჩინეთსა და ა.შ.შ-ს შორის სავაჭრო ომს უკავშირდება. ამერიკული ნავთობით მოვაჭრე მსხვილი ინვესტორები თავს იკავებენ ბაზარზე აქტიურობისგან, რაც საბოლოოდ ფასზეც აისახება.

ა.შ.შ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნავთობით მოვაჭრეები ზარალს განიცდიან.

ბაზრისთვის ირანული ნავთობის მკვეთრი შემცირების შესახებ შეშფოთება, შედარებით განიმუხტა, მას შემდეგ, რაც ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა Donald Trump-მა, ირანელ კოლეგას Hassan Rouhani-ს ყველანაირი წინაპირობების გარეშე შეხვედრა შესთვაზა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ირანული ნავთობით ბაზრის მომარაგება შესაძლოა მარტიდან 1 მილიონი ბარელით გაიზარდოს.

ნავთობისა და გაზის სააგენტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები