მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასები თითქმის უცვლელია

5da70d62c0f63
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 16:00
796

ოთხშაბათის ვაჭრობისას ნავთობის ფასები თითქმის უცვლელი იყო. ევროპული ბიზნეს-გამოცემების ცნობით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე (159 ლიტრი) $ 58,86-ს შეადგენდა. ეს კი, 12 ცენტით მეტია სამშაბათის მონაცემებზე.


რაც შეეხება ამერიკულ West Texas Texas Intermediate -ს (WTI), დღის განმავლობაში მისმა ღირებულებამ ბარელზე 52.88 დოლარი შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ კვირის დასაწყისიდან, ნავთობის ფასები დაახლოებით, სამი პროცენტით დაეცა. ამის მიზეზად ბაზრის დამკვირვებლები ერთი მხრივ, გლობალურ ეკონომიკურ ფონს და მეორეს მხრივ, აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების პერსპექტივას ასახელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები