ა.შ.შ-ში ნავთობის მოპოვება გაიზარდა, მიუხედავად ამისა, ნედლი ნავთობის ფასმა მაინც მოიმატა.
პარასკევს, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (WTI)-ს ტიპის ნედლი ნავთობის ოქტომბრის ფიუტჩერსების ფასები 0.58% ცენტით გაიზარდა და ბარელი ნავთობის ფასი 68.99$-ით განისაზღვრა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული Brent-ის ტიპის 1 ბარელი ნავთობის ფასმა 0.17% -ით მოიმატა და 1 ბარელზე 78.05$ ა.შ.შ დოლარი შეადგინა.
ნავთობის სერვისული კომპანიის „Baker Hughes“-ის პარასკევის მონაცემების მიხედვით, ა.შ.შ-ში საბურღი დანადგარების მოცულობამ 7 ერთეულით მოიმატა და 867 ერთეულით განისაზღვრა.
საბურღი დანადგარების მოცულობის მატება ნედლი ნავთობის მოსალოდნელ მატებაზე მიუთითებს, რაც წინა კვირას არსებული მოლოდინების საპიროსპიროა, როდესაც ნავთობის მოპოვება დღიურად 10.9 მლნ ბარელამდე შემცირდა.
ნავთობის ფასები განაგრძობენ მატებას, რაც გამოწვეულია, ა.შ.შ-ს მხრიდან ირანისადმი დაწესებული სანქციებით, რაც გლობალური მასშტაბით ნავთობის მარაგების შემცირების წინაპირობაა.
ინდოეთი, ირანული ნავთობის მეორე მსხვილი მომხმარებელია, თუმცა, სექტემბრის და ოქტომბრის კონტრაქტების მიხედვით ინდოეთში ირანული ნავთობის იმპორტი განახევრებულია.
ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის მაისში, ირანს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა, რომლის პირველი ტალღაც გასულ თვეში ამოქმედდა, ნოემბერში კი მოსალოდნელია ირანული ნედლი ნავთობის ესპორტის შეზღუდვის მეორე ტალღის ამოქმედებაც.
ნავთობის ფასების ყოველკვირეული ზრდის პოზიტიური ტენდენცია ინვესტორებს დადებით სიგნალს აძლევს და ფასის მოსალოდნელ მატებაზეც მიუთითებს.
Energy Information Administration (EIA)-ის მონაცემებით გასულ კვირას ა.შ.შ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,296 მილიონი ბარელით შემცირდა, რამაც მოსალოდნელ პროგნოზს 1.300 მილიონით გადააჭარბა.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

























