მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

რეზერვი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა - მატება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში, ჰორმუზის სრუტეში კრიზისის სწრაფად დასრულების მოლოდინების შემცირებას და ამ მხრივ გაურკვევლობის მატებას.

Brent-ის ფასი ბარელზე $89-მდე ავიდა, რაც წინა სესიასთან შედარებით $4-ით მეტია. ამასთან, WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე $83.5-მდე გაიზარდა. მისი ფასი წინა სესიასთან შედარებით $3-ით არის მომატებული.

ფასებზე გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების მნიშვნელოვანი შემცირებაც. არსებული მონაცემებით, სრუტეში ამჟამად დღეში 15-ზე ნაკლები გემი გადის, მაშინ როდესაც კონფლიქტამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 გემს შეადგენდა.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია და კონფლიქტამდე მასზე გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდიოდა.

ბაზრის მონაწილეების შეფასებით, ირანს, ომანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური შეთანხმების სწრაფად მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით არსებული სკეპტიციზმი ნავთობის ფასებში რისკის პრემიას ინარჩუნებს. სატრანზიტო შეზღუდვების ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში კი ბაზარზე მიწოდების რისკები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები