ნავთობის მსოფლიო ფასები ბოლო თითქმის სამი თვის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა და ზედიზედ მესამე კვირაა კლების ტენდენციას ინარჩუნებს.
ბოლო მონაცემებით, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი ბარელზე დაახლოებით 82-83 დოლარის ფარგლებში მერყეობს (21 ნოემბრის მდგომარეობით - 83.41 დოლარი), ხოლო საერთაშორისო ეტალონური Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 92.57 დოლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში ნავთობი კვლავ გაძვირებულია (WTI - 43.6%-ით, ხოლო Brent-ი - თითქმის 48%-ით), ბოლო ერთ თვეში ორივე მარკის ფასი მკვეთრად, დაახლოებით 14-15%-ით შემცირდა.
ფასების კლება პირდაპირ უკავშირდება მიწოდების აღდგენასა და გაზრდას. აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ნაკადებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მიწოდება სტაბილურად უბრუნდება ძველ ნიშნულს.























