მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი ისევ დაეცა

5d08ac4d2ac32
მიხეილ ხაჩიძე
18.06.19 18:35
1113

გუშინდელი მატების შემდეგ, ნავთობზე ფასმა დღეს  ისევ  საგრძნობლად დაიწია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სამშაბათის ვაჭრობის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $60,33 დოლარი შეადგინა, რაც ორშაბათის მონაცემებზე, დაახლოებით, 61 ცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასი 34 ცენტით დაეცა და ბარელზე 51,59 აშშ დოლარი დაფიქსირდა. 

ფასების მერყეობის მიზეზდ ანალიტიკოსები ბაზარზე არასტაბილურ განწყობას ასახელებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკური დავა ფასების კიდევ უფრო დაცემას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები