მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა და ამჯერად წლის მინიმუმზეა

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე საგრძნობლად დაეცა. ნედლი ნავთობის არსებული ღირებულება ბარელზე 50 დოლარია, რაც წლის მინიმუმია. მხოლოდ ამ თვეში მისი ფასი 20%-ით არის გაუფასურებული. არსებული ცვლილება გაზრდილი მიწოდების გამო მოხდა, თუმცა CNBC წერს, რომ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას ეს პროცესები ხელს შეუშლის. OPEC-ის წევრი და არა-წევრი ქვეყნების მორიგი შეხვედრა 6 დეკემბერს გაიმართება ვენაში, სადაც სავარაუდოდ რაოდენობის შემცირებაზე იმსჯელებენ, იმისათვის, რომ ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.

"უნდა ვაღიარო, რომ ფასის ცვლილებამ გამაოცა. მიუხედავად იმისა, რომ OPEC-ის წევრი და არა-წევრი სახელმწიფოები მიწოდების შემცირებას გეგმავენ, ვფიქრობ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება ფასის გასაზრდელად" - აცხადებს Lipow Oil-ის ასოციაციის პრეზიდენტი ენდრიუ ლიპოვი.


საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები