მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი შეიძლება $200-მდე გაიზარდოს – უოლ-სტრიტის პროგნოზი

ნავთობი

უოლ-სტრიტის წამყვანი ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეულმა კრიზისმა, შესაძლოა, ნავთობის ფასი ბარელზე 150-200 დოლარამდე გაზარდოს.

Goldman Sachs-ისა და JPMorgan-ის ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ კონფლიქტი რეგიონულ ომში გადაიზრდება და ნავთობმოპოვების ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდება, მაშინ ბაზარზე ისეთი დეფიციტი გაჩნდება, რომლის მსგავსიც 1970-იანი წლების ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ არ გვინახავს.

ანალიტიკოსების განმარტებით, 150-დოლარიანი ნიშნული უკვე რეალისტურ სცენარად განიხილება, რადგან დღეს ნავთობმა უკვე მიაღწია $117-იან პიკურ მაჩვენებელს. შესაბამისად, $150-დოლარის მიღწევის შემთხვევაში, ზრდა დამატებით 28% იქნება; ხოლო $200-იან ნიშნულზე დამატებითი გაძვირების მაჩვენებელი 70%-ს მიაღწევს; ხოლო ომის დაწყებიდან ჯამური ზრდა 180% იქნება.

მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრებაც, რომ ნავთობის 200 დოლარამდე გაძვირება თავად გამოიწვევს მოთხოვნის თვითგანადგურებას, რადგან მომხმარებლები და ბიზნესები იძულებულები გახდებიან მკვეთრად შეამცირონ ენერგიის მოხმარება. ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ფასების ვარდნას გამოიწვევს, თუმცა მანამდე გლობალურ ეკონომიკას უმძიმესი დარტყმის მიღება და პოტენციურად რეცესიაში გადასვლა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები