28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 58,76 (- 1.45) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,29 (- 1,27) დოლარი/ბარელზე.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ეკვადორი მხარს დაუჭერს ოპეკის გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუ ის მიღებულ იქნება ორგანიზაციის წევრთა შეხვედრაზე. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კარლოს პერესმა.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას დადებითი ეფექტი ექნება. ჩვენ კონტროლის ქვეშ თუ გვექნება ნავთობის მარაგები, ეს იმოქმედებს ნედლეულის ფასზე", - აღნიშნა მინისტრმა.
"ოპეკი +"-ის მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ვენაში. 6 დეკემბერს იქვე ჩატარდება ოპეკის წევრი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრა, ხოლო 7 დეკემბერს - "ოპეკი +"-ის ყველა 25 წევრი ქვეყნის მინისტრთა შეხვედრა.
Oilnews