ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, მთავრობას ბენზინის შესყიდვა გაუძვირდა. კონსოლიდირებული ტენდერების მიხედვით, სხვადასხვა მარკის ბენზინის ფასი 9 თეთრით გაიზარდა, დიზელის იგივე დარჩა. მიზეზი წინა თვეს „პლატსზე“ საწვავის გაზრდილი ღირებულება გახდა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ბენზინზე ფასები 32 დოლარით გაიზარდა და 727 დოლარს მიაღწია, დიზელზე ზრდა 10.9 დოლარი იყო, რის შედეგად ფასმა 674.6 დოლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე, მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს ნოემბერში 2.70 ლარად შეიძენს.