მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

5ceea5d204a2d
მიხეილ ხაჩიძე
29.05.19 19:50
1171
ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 69,56 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა დღის ვაჭრობასთან შედარებით 55 ცენტით ნაკლებია.

ამერიკული West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი 65 ცენტით დაეცა და ბარელზე 58,49 დოლარი დაფიქსირდა.

საფონდო ბირჟის ექსპერტები ზოგად განწყობას ბაზრებზე ნეგატიურად აფასებენ. ანალიტიკოსების განცხადებით, ინვესტორები ამ ეტაპზე ისეთი სარისკო ინვესტიციებისგან თავს იკავებენ, როგორიც არის მაგალითად, ნედლი ნავთობი. მიზეზი კი ისევ და ისევ აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები