2018 წლის განმავლობაში პირველად, ნედლი ნავთობის ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა და ამჟამად oilprice.com-ის მიხედვით, მისი ღირებულება 49.37 დოლარია.
Bloomberg წერს, რომ OPEC ცდილობს მიწოდება შეამციროს, რათა ბაზარზე ფასი დასტაბილურდეს, თუმცა აშშ-ის მწარმოებლები პროცესში არ არიან ჩართულები, რაც ნავთობის რაოდენობას არ ამცირებს და შესაბამისად, ფასიც კლებულობს.
New york-ის საფონდო ბირჟაზე 50 დოლარს ფასი მას შემდეგ ჩამოცდა, რაც აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ნავთობის მიწოდება გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მისი ფასი OPEC-ის ძალისხმევის მიუხედავად, უკვე მესამე თვეა მცირდება.
ორგანიზაციის ქვეყნების გარდა, რუსეთიც აქტიურადაა ჩართული პროცესში.
Oilnews-ის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ომანი დაიწყებს ნავთობის მოპოვების 2 პროცენტით შემცირებას. ასევე იგეგმება, რომ OPEC-ში შემავალი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას შეამცირებენ 800 ათასი ბარელით დღე/ღამეში, ხოლო დანარჩენები - 400 ათასი ბარელით, რაც შეეხება რუსეთს ის დღე/ღამეში 228 ათასი ბარელით ნაკლებს მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ნედლი ნავთობის ფასი 120 დოლარს შეადგენდა და ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი რყევა 2014 წელს დაიწყო. უცხოეთის სხვა სიახლეებს კი სიუჟეტში ნახავთ

























