მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის გადაზიდვა გაიზარდა - რა მოცულობის ნავთობს ატარებს მილსადენები?

644178cd40875
ნინო ტაბატაძე
21.04.23 11:00
5150
თებერვალში მცირე ვადით გახსნის შემდეგ, ბაქო-სუფსის მილსადენი მარტში კვლავ დახურული იყო.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, მარტში ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით 2.6 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა, 0.4 მლნ ტონით მეტი თებერვალთან შედარებით. მთლიანობაში 3 თვეში მილსადენებით 7.3 მლნ ტონა ნავთობის გადაზდვა მოხდა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს გავლით ნავთობის გადაზიდვა დაიწყო ყაზახეთიდანაც. წელს 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა განიხილება.

SOCAR ასევე განიხლავს "თენგიზის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის სუფსის მილსადენით გადაზიდვას. აზერბაიჯანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ყაზახური მხარეც დაინტერესებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან ერთად ბაქო-სუფსის მილსადენიც გამოიყენოს.

შეგახსენოთ, BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ 2022 წლის 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი - წლის ბოლომდე. მაშინ ბრიტანულმა კომპანიამ მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები