მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის გაძვირების ფონზე Exxon-ის და სხვა ნავთობკომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

623b318194538
გიორგი თოლორდავა
23.03.22 19:10
2562
საერთაშორისო ბაზარზე ბარელი Brent-ის ფასი 120-დოლარიან ნიშნულს აღწევს, ნავთობს გაძვირების ფონზე ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ფასი იზრდება.

გასულ 24 საათში Occidental Petroleum-ის ღირებულებამ 3.6%-ით მოიმატა, Valero Energy-ს აქციები 3.2%-ითაა გაზრდილი, Marathon Oil-ის ღირებულება 2.7%-ით გაიზარდა, Exxon Mobil-ის აქციები ფასი კი თითქმის 2.6%-ითაა მომატებული.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის გაძვირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურება და მიწოდების პრობლემის გაჩენის რისკების ზრდაა. ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება, რაც, თავის მხრივ, ზეგავლენას იქონიებს ნავთობის ფასებზე, რადგან რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ენერგომომმარაგებელია.

ტრეიდერების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ნავთობის გაძვირება ენერგოკომპანიების შემოსავლების ზრდას გამოიწვევს, რაც აღნიშნულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციებს მეტად მიმზიდველს ხდის.

ენერგოკომპანიების გარდა, საფონდო ბირჟაზე კარგი შედეგი ჰქონდა კომპანია Tesla-ს, რომლის აქციების ფასიც 24 საათში 3.3%-ით გაიზარდა, ამის მიზეზი გერმანიაში კომპანიის ახალი ქარხნის ოფიციალური გახსნაა, რომელის ღონისძიებას ილონ მასკი და კანცლერი ოლაფ შოლცი ესწრებოდნენ.

რაც შეეხება ზოგად ინდექსებს 5-დღიან ჭრილში:

S&P 500 +3.4%
Nasdaq +5.1%
Dow Jones +1.8%

აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში ცუდი შედეგები ჰქონდათ ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც COVID-19-ის ვაქცინებს აწარმოებენ: Moderna (-3.4%), Novavax (-3.3%), BioNTech (-2.6%), აღნიშნული მოვლენა ინფიცირების შემთხვევების კლებას და ეპიდვითარების დასტაბილურებას უკავშირდება.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები