მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ნავთობის მიწოდებას შეიძლება საფრთხე შეექმნას” - ნავთობ-გიგანტების ხელმძღვანელების განცხადება

გერმანია

მსოფლიო ნავთობ-გიგანტების, მათ შორის TotalEnergies-ისა და BP-ს აღმასრულებელმა დირექტორებმა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსული ნავთობ-კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათი შეფასებით, Rosneft-ისა და Lukoil-ისთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესებამ ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხების სერიოზული რისკი გააჩინა.

“Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირებით, რაც რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობის ნახევარს გულისხმობს, ჩნდება მიწოდების სერიოზული რისკები. ამას, დროთა განმავლობაში, უარყოფითი გავლენა ექნება საერთაშორისო გადაზიდვებზე და ენერგეტიკულ ბაზარზე, სადაც ფასები ეტაპობრივად მოიმატებს”, - აცხადებენ კომპანიების ხელმძღვანელები.

შეგახსენებთ, შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები რუსული ნავთობის წარმოების 60%-ს შეეხო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები