მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, გაგრძელდეს

59f1f24a65b30
BM.GE
26.10.17 19:30
1420
OPEC 2018 წლის ბოლომდე, ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვის გაგრძელების და პარალელურად შეწყვეტის სტრატეგიაზეც იწყებს მუშაობას, რათა ინვესტორები დაარწმუნოს იმაში, რომ ბაზარი არ ჩაიძირება მას შემდეგაც კი, როდესაც შეზღუდვები საბოლოოდ გაუქმდება.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით მოლაპარაკებები, რომლებიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, შეესაბამება შეზღუდვებს და შედეგს 2018 წელს მოიტანს. ჯგუფი, სავარაუდოდ, გეგმის საბოლოო დასახვას ვენაში, 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღებს, მაგრამ სრული სტრატეგია, დიდი ალბათობით, არ გამჟღავნდება მომავალი წლის ბოლომდე.

შეწყვეტის გეგმა დაემსგავსება ფედერალური რეზერვებისა და სხვა ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებულ შეწყვეტის სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ულტრა თავისუფალი მონეტარული პოლიტიკის შეწყვეტას იმგვარად, რომ ინვესტორები დაარწმუნონ იმაში, რომ გლობალური ბაზარი არ განიცდის მოულოდნელ შოკს.

ეტაპობრივი შეწყვეტის გარეშე OPEC და მისი მოკავშირეები შესაძლებელია დაუბრუნდნენ თითქმის 1.8 მილიონი ბარელის წარმოებას დღე-ღამეში, რაც, უხეშად რომ ითქვას, საფრანგეთის მოთხოვნას უტოლდება. ამ შემთხვევაში, თანამდებობის პირები ცდილობენ მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ბაზართან დაკავშირებით.

საუდის არაბეთი, რომელიც რუსეთთან ერთად დე-ფაქტო ლიდერს წარმოადგენს, განუწყვეტლივ ცდილობდა გაეფანტა შიში და აცხადებდა, რომ იგი არ შეეცდებოდა ბაზრის „დატბორვას“. კარტელმა და მისმა მოკავშირეებმა, რომლებიც ნავთობის მიწოდებას ნახევარ მსოფლიოზე აკონტროლებენ, გასულ კვირას გაგზავნეს სიგნალი, რომ მათი შეთანხმება გაგრძელდება მარტის შემდეგაც, 2018 წლის ბოლომდე. 24 ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა თავდაპირველად მიწოდების შეზღუდვაზე 6 თვით შეთანხმდა, მაგრამ ბაზარზე ფასების დარეგულირება ნელი ტემპით მოხდა. ამასთან, OPEC-ის შიდა პროგნოზები მიუთითებს, რომ ნავთობის ჭარბი ოდენობის საბოლოო ლიკვიდირება მომავალი წლის მესამე კვარტალში მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები