ნავთობის მწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების მკვეთრი შემცირება ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზრებზე. ასეთი განცხადება გააკეთა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიხ ბიროლმა.
მისი აზრით, ამჟამად სანავთობო ბაზრები კარგადაა უზრუნველყოფილი მიწოდებით. მიუხედავად ამისა, არ ღირს დავიწყება იმისა, რომ საუდის არაბეთის სარეზერვო სიმძლავრეები უმნიშვნელოა, ამიტომ წამყვანი მწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საბაზრო სიტუაციაზე.
ბიროლის თქმით, ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით გეგმების შეთანხმებისას ბაზრის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ ჯანსაღი აზრით.
Oilnews

























